06 მაისი 2024,   15:49
ვრცლად
ლადო პაპავას თქმით, ერთი წლის წინ თსუ-ში დაწყებული საპროტესტო ტალღა სუს-ის ორგანიზებული იყო

თსუ-ს ყოფილი რექტორი, ლადო პაპავა აცხადებს, რომ 1 წლის წინ უნივერსიტეტში დაწყებული საპროტესტო ტალღა, რომელიც მისი გადადგომით დასრულდა, სუს-ის ორგანიზებული იყო.

ყოფილი რექტორი ინტერნეტგამოცემა Eduaris.ge-სთან ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ აუდიტორია 115-ისა და თვითმმართველობის წევრი სტუდენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მის წინააღმდეგ იმართებოდნენ.

აუდიტორია 115-ის წევრი, ირაკლი კუპრაძე უნივერსიტეტში სუს-ის გავლენაზე ახლაც საუბრობს. აუდიტორია 115-ის წევრები აცხადებენ, რომ სტუდენტური მოძრაობიდან რამდენიმე ადამიანი სუს-ის ინტერესების გამტარებელი იყო, თუმცა მოძრაობიდან გარიცხეს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ თვითმმართველობის ყოფილ წევრებს. ისინი ლადო პაპავას განცხადებებს დაგვიანებულად აფასებენ და განვითარებულ პროცესებში სუს-ის გავლენასა და ინტერესს გამორიცხავენ.

სუს-ის ჩარევასა და მმართველი გუნდის გავლენას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში მოქმედი რექტორი გამორიცხავს.

უსაფრთხოების სამსახურში ლადო პაპავას განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ.

 

 

დღის ამბები