04 მაისი 2024,   13:27
ვრცლად
"ეს შეხვედრა კანონიერ ხასიათს არ ატარებს"-იან კელი სოჭში რუსეთის პრეზიდენტის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერის შეხვედრას აფასებს

რუსეთის პრეზიდენტისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერის სოჭში გამართულ შეხვედრას, საქართველოში ამერიკის ელჩი ეხმიანება.

იან კელი ამბობს, რომ ე.წ.  სამხრეთ ოსეთი აფხაზეთის მსგავსად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად ეს შეხვედრაც არაკანონიერია.

„ჩვენ არ ვცნობთ ამ ორი რეგიონის ლიდერების სტატუსს და არასოდეს შევიცვლით პოზიციას ამასთან დაკავშირებით. არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის რაიმე სტატუსს. ისინი საქართველოს განუყოფელი ნაწილები არიან და ყოველთვის ასე დარჩება, ასე რომ ეს შეხვედრა კანონიერ ხასიათს არ ატარებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობებს რომ მოახდინოს ამ რეგიონების რეინტეგრაცია. ასევე მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთთან პრაგმატულ დიალოგს ჟენევისა და კარასინი-აბაშიძის ფორმატში. ვფქრობ ამ საკითხს გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა შევხედოთ,“-განაცხადა იან კელი.

დღის ამბები