06 მაისი 2024,   15:59
ვრცლად
ველი იმ შემოთავაზებას, რომელიც წამოვა საორგანიზაციო კომისიისგან-პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვებში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს 

ხვალიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვები იწყება.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ჩაერთოს ამ პროცესში, თუმცა რა ფორმით, კვლავ უცნობია.

როგორც პრეზიდენტმა კამპანიის კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში სტუდენტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, ის უმრავლესობის შემოთავაზებას ელის.

"ყოველთვის მაინტერესებს დისკუსია საზოგადოებასთან და რაც უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცემა, მით სასიხარულო იქნება. საზოგადოებასთან დისკუსია კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია. შესაბამისად მე ველი იმ შემოთავაზებას, რომელიც წამოვა საორგანიზაციო კომისიისგან,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები