26 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი - ირაკლი კობახიძე

გამგებლის თანამდებობის გაუქმების შესახებ განმარტებას პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს. ირაკლი კობახიძე ცვლილებას ტექნიკურს უწოდებს და ამბობს, რომ  საუბარია მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე და გამგებელს შესაძლოა მერი ეწოდოს.

„საუბარია მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე. გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკა. ინსტიტუტს არ ეხება ეს ცვლილება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას. ეს არის თავიდან ბოლომდე ტექნიკური ცვლილება. ხშირად იწვევს აღრევას ეს ტერმინები, ადამიანებს ჰგონიათ, რომ მერი სხვა რამეა და გამგებელი სხვა რამეა და სხვადასხვა კომპეტენციები აქვთ, ამ დროს ერთი და იგივე უფლებამოსილება აქვს მერსაც და გამგებელსაც,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამგებლის თანამდებობა უქმდება. ყველა მუნიციპალიტეტს ახალი რეფორმის შემდეგ, მხოლოდ მერი ეყოლება.

დღის ამბები