08 მაისი 2024,   14:47
ვრცლად
საკონსტიტუციო განხილვები ზესტაფონში - დისკუსია საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე გაიმართა

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მეორე ეტაპი ზესტაფონში გაგრძელდა.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დისკუსია გაიმართა, საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი იყო. შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრებოდა.

მათ ყურადღება გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესსა და მიწების გასხვისებაზე გაამახვილეს.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით უნდა მოხდეს. 

 

დღის ამბები