11 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
ირანის პრეზიდენტი ისევ ჰასან როუჰანი იქნება - გამარჯვება პირველივე ტურში

ირანის პრეზიდენტი ისევ ჰასან როუჰანი იქნება. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გამარჯვება არჩევნების პირველივე ტურში შეძლო. 

ირანის შს სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, მისმა კონკურენტმა ებრაჰიმ რაისიმ კი - 38,5%.

პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50%-ზე მეტი ხმები უნდა მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ კვირას მეორე ტური დაინიშნებოდა. 

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი - ირანის მოქმედი პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი; ირანის ყოფილი გენერალური პროკურორი, ებრაჰიმ რაისი; კულტურის ყოფილი მინისტრი, მოსტაფა აღა მირსალიმი და მრეწველობის ყოფილი მინისტრი. მოსტაფა ჰაშემი თაბა, მონაწილეობდა. 

დღის ამბები