01 მაისი 2024,   11:42
ვრცლად
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, საუბარი ძირითადად კონსტიტუციის ახალ პროექტსა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარებას შეეხო.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, აცხადებს, რომ შეხვედრაზე ოკუპაციასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. მისი თქმით, ევროპის პარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრებთან საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა, განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებებით არაფორმალური მმართველობის გამყარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის, თქმით, შეხვედრაზე, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობასთან ერთად, ქვეყნის შიგნით განვითარებულ პროცესებზე, გადაუნაწილებელ მანდატებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ისაუბრეს. 

დღის ამბები