შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პოლიციელებს საქმიანობის ხელის შეშლა სცადა, რის გამოც მან სხეულის არეში მიიღო დაზიანებები.
მისივე განცხადებით, მომხდარს შესაბამისის სამსახური გამოიძიებს.
"საზოგადოებამ კარგად ნახა და ეს სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირ ეთერშიც კარგად ჩანდა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეები, არამედ ოპოზიციური პარტიის ლიდერები მუდმივად ჩადიოდნენ ძალადობას.
კადრებში კარგად ჩანს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის, პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება.
ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დავშვრები, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
უწყების განცხადებას სრულად გაეცანით ამ ბმულზე.