26 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
არ მგონია, ფარცხალაძის შემოწმება დაეწყო, ზემოდან რომ არ ყოფილიყო ვიზირებული - დავით ზურაბიშვილი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე

„ხელისუფლებამ არ იცის, ექნება თუ არა მას რეაგირება“, - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი, დავით ზურაბიშვილი, ყოფილ მთავარ პროკურორსა და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს შორის მომხდარ ინცინდენტზე პროკურატურის გამოძიებას.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხებს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს და, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, ფარცხალაძემ გადააჭარბა, ამის შემდეგ იმოქმედებენ.

საკრებულოს წევრმა თორდია-ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინცინდენტსა და სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ივანიშვილის გეგმების მიხედვით მიდის ყველაფერი.

„ბატონ თორდიასაც, მე მეეჭვება, ეს დაეწყო ფარცხალაძის წინააღმდეგ რაღაც მასალების შეგროვება. არანაირი გეგმიური შემოწმება არ მგონია, ყოფილიყო, რომ არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ვიზირებული ზემოდან,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.  

საკრებულოს წევრის განცხადებით, ლაშა თორდია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, რადგან მისი თქმით, ის ამ ხელისუფლების მიერ არის აუდიტის სამსახურში დანიშნული.

„სამწუხაროდ, ჩვენ მოვედით ისეთ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანაცვლება ხდება რაღაც ინტერესთა ჯგუფების მიერ. ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა და ამ თვითმმართველობის არჩევნებზე თუ ყველამ ერთად არ გავეცით სათანადო პასუხი და რაღაცნაირად არ შევცვალეთ ეს სიტუაცია, ამან შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგებამდეც მიგვიყვანოს,“ - განცხადა დავით ზურაბიშვილმა.

თბილისის მერობის კანდიდატად ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრის დასახელება საკრებულოს წევრისთვის უცხო არ არის, რადგან, მისი თქმით, კახი კალაძე საკრებულოში ხშირად დადის. 

დღის ამბები