19 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე არ დაუშვეს

სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე არ დაუშვეს. როგორც ცნობილია, ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება საქალაქო სასამართლოში.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, მას მოსამართლემ სასამართლო დარბაზში დასწრებაზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ პროცეს დახურულ რეჟიმში უნდა წარიმართოს. 

"ჩემი აზრით, სრული უფლებამოსილება მაქვს ყველა პროცესს დავესწრო. სასამართლო საპროცესო კანონმდებლობით, საპროცესო კოდექსით ხელმძღვანელობს, შესაბამისად, მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ, რომ ასეთი საფუძველი, როდესაც დახრულ პროცესზე გარეშე პირი დაესწროს, მონახონ... მათთვის ეს იყო ერთგვარი მოულოდნელობა, როცა სახალხო დამცველი პროცესზე მოულოდნელად გამოცხადდა. პრეცენდენტი იმისა, რომ სახალხო დამცველი რომელიმე ასეთ დახურულ სხდომაზე მისულიყო, არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის კანონი დარღვეულია. იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგ სხდომამდე სახალხო დამცველის შესახებ კანონს უკეთ გაცნობიან და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სახალხო დამცველს სრული უფლება აქვს, ნებისმიერ პროცესს დაესწროს, “- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენი კონსტიტუციით დადგენილი ის ინსტიტუტია, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

ამ წუთებში სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 

დღის ამბები