27 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი - ოპოზიციისა და არასამთავრობოების კრიტიკა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მომავალ კვირაში 8 ახალი წევრი ეყოლება. საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის კვოტით დასანიშნი არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესი დაიწყო. გასაუბრება საკომიტეტო მოსმენაზე 34-მა კანდიდატმა გაიარა და კომიტეტმა დადებითი რეკომენდაცია 33 მათგანს მისცა.

მესამე სექტორის წარმომადგენელთა ნაწილს მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ მოსმენის დროს კანდიდატებს არცერთი კრიტიკული შეკითხვა არ დაუსვეს.

კრიტიკული შეკითხვების დასმა დღეს ოპოზიცია ცდილობდა და დისკუსიას ითხოვდა, თუმცა უმრავლესობისგან ამის ნებართვა არ მიიღეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ობიექტურად შერჩევას პარლამენტში გამორიცხავენ და მიიჩნევენ, რომ ღირსეული კანდიდატების არსებობის მიუხედავად, მმართველი პარტია არჩევანს საკუთარ ფავორიტებზე გააკეთებს.

პარლამენტის მიერ მომავალ კვირას არჩეული 4 არამოსამართლე წევრი იუსტიციის საბჭოში ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს, გოჩა მამულაშვილს და ვახტანგ თორდიას ჩაანაცვლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები