27 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
დაანონსებულია ამ ქვეყანაში დემოკრატიული სახელმწიფოს გარდაცვალების პროცესი - სალომე სამადაშვილი

„დაანონსებულია ამ ქვეყანაში უბრალოდ სახელმწიფოს და  დემოკრატიული სახელმწიფოს გარდაცვალების პროცესი,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესაძლო გატაცების შესახებ საუბრისას გააკეთა.

ჟურნალისტის შესაძლო გატაცების შესახებ სამადაშვილი გადაცემა არჩევანში საუბრობს.

„ასე ტომარაჩამოცმული შეიძლება, აღმოჩნდეს ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი,“ - აღნიშნა სამადაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცის წევრი ხელისუფლების წარმომადგენლებში „ადეკვატურობის შეგრძნების დაკარგვაზე“ მიუთითებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თუ ერთად გავაგრძელებთ ზეწოლას ხელისუფლებაზე, ჩვენ მივაღწევთ შედეგს," - ამბობს ის.

სალომე სამადაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესაძლო გადაცემას ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას უკავშირებს.

„სახის გადარჩენა თუ გვინდა, დღეს ყველა ის მინისტრი, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ, უკვე გადამდგარ უნდა იყოს და, თუ ისინი არ გადადგებიან უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს  მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი," - განაცხადა სამადაშვილმა.

დღის ამბები