09 მაისი 2024,   14:25
ვრცლად
უჩა ნანუაშვილმა ნიუ იორკში გაეროს ოფისში შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ნიუ იორკში, გაეროს ოფისში შეხვედრები გამართა. უჩა ნანუაშვილი ასევე შეხვდა Freedom Houses-ის, Human Rights Watch-ის და გარდამავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებს.

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გააცნო, მიაწოდა ინფორმაცია მართლმსაჯულების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების გაჭიანურებაზე და განიხილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხები.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სახალხო დამცველმა შრომის უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა, ასევე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობას და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას

დღის ამბები