20 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა რაც უნდა სახელი გადაირქვან, იმავე ადამიანებად რჩებიან, ყოველგვარ სიბინძურეს კადრულობენ, ფაშიზმი, რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხებული იქნება - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თუ ყოფილმა წევრებმა, რაც უნდა სახელი გადაირქვან, თავიანთი შეხედულებებით იგივე ადამიანები არიან და იგივე მეთოდებით მოქმედებენ.

კახა კალაძე კალაძემ ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და აკაკი მინაშვილის ფარულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს დღეს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, თუმცა რა შესაძლებლობაც აქვთ, ყოველგვარ სიბინძურეს კადრულობენ.

"ჩვენ ხომ ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, მათთვის არაფერი ძვირფასი არ არსებობს. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. თუ რაიმე სიბინძურე და ბოროტება არსებობს, შეიძლება, ყველაფერი იკადრონ და გაკეთონ. ასეთები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი ბოროტებით, უდიდესი სიბინძურით, რასაც აკეთებდნენ და როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ქართველი ხალხის მიმართ. დღესაც არ შეცვლილან, იმავეს აკეთებენ, რაც უნდა სახელი გადაირქვან, ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით იგივე ადამიანები რჩებიან, იმავე მეთოდებით. დღეს, უბრალოდ, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც აქვთ, იმით ყოველგვარ სიბინძურეს კადრულობენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე. ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხებული იქნება," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები