08 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვა - არასამთავრობოები სარედაქციო პოლიტიკაზე ეჭვებს გამოთქვამენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მაუწყებელზე ორი გადაცემის, „წითელი ზონის“ და „ინტერვიუს“ დახურვას კრიტიკულად აფასებენ. მესამე სექტორში ამ გადაცემის დახურვის სავარაუდო მიზეზებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები ჩნდება.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილი გადაცემების დახურვას არ მიესალმება და პოლიტიკურ მოტივებზეც საუბრობს.

„ეს არის უფრო მძიმე ინდიკატორი, ვიდრე ის, რომ ვთქვათ, შეიძლება, არჩევნების წინ არ უნდოდეთ, კრიტიკული აზრის მოსმენა. ცხადია, „რადიო თავისუფლება“ არის ერთ-ერთი მაღალპროფესიული, მაღალკვალიფიციური. ამ პროდუქტის ეჭვქვეშ დაყენება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ევროპულ, დასავლურ ორიენტაციაზე ვსაუბრობთ, რაც უფრო მძიმე არის თავისი შედეგებით, რაც, მეორეს მხრივ, პოლიტიკურ ნაწილსაც უკავშირდება,“ - აცხადებს თამარ კინწურაშვილი. 

დღის ამბები