03 მაისი 2024,   21:36
ვრცლად
სირიაში სამთავრობო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთი სამხედრო აგრესიად აფასებს

სირიაში სამთავრობო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთი სამხედრო აგრესიად აფასებს. ქვეყნის თავდაცვის უწყებამ პენტაგონთან ავიაინციდენტების პრევენციაზე კომუნიკაცია შეაჩერა. გარდა ამისა, რუსეთის ძალების მოქმედების ზონაში კოალიციის ყველა თვითმფრინავს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა გააკონტროლებს.

სირიის სამთავრობო ძალების კუთვნილი მოიერიშე ამერიკულმა გამანადგურებელმა რაქასთან ჩამოაგდო. ოფიციალური დამასკოს ვერსიით, თვითმფრინავი ISIS-ის წინააღმდეგ სამხედრო დავალებას ასრულებდა. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით კი სირიის მოიერიშემ ის ტერიტორია დაბომბა, სადაც კოალიციის მხარდაჭერით ამბოხებულები იბრძვიან.

დღის ამბები