01 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს

ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომის დასაწყისში პროკურატურამ მოსამართლე ირაკლი შავაძის მიმართ დააყენა შუამდგომლობა, ორი პირის სისხლის სამართლის საქმის ცალკე გამოყოფის თაობაზე. მინდია ბერიძე და რევაზ ქერქაძის საქმე ცალკე განიხილება.

პროკურატურა მინდია ბერიძეს ერთწლიან პატიმრობას და სამთვიან პირობით საჯელს, ხოლო რევაზ ქერქაძეს კი, ექვსთვიან პატიმრობას და წელიწადნახევრიან პირობით საჯელს სთავაზობს.

ორივე მათგანი აღიარებს ბრალს. დანარჩენმა 6 ბრალდებულმა კი, სხდომათა დარბაზი დატოვა.

დღის ამბები