01 მაისი 2024,   14:51
ვრცლად
ადმინისტრაციის თეატრალური დასი - უმრავლესობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო უპირისპირდება. მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ახალი კონსტიტუციის განხილვისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო აკრიტიკებენ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა გაბუნია პრეზიდენტის ადმინისტრაციას „თეატრალურ დასად“ მოიხსენიებს.

„ერთად შევაფასოთ დღეს, ვინ აკრიტიკებს კონსტიტუციის წარმოდგენილ ცვლილებების პროექტს. ოპოზიცია, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას და მათზე მეტი არასამთავრობო სექტორმა იმუშავა კონსტიტუციაზე, ყოფილი ავტორიტარული ხელისუფლების ყოფილი სახალხო კომისრები, რომელთათვის დემოკრატიული დისკურსი არის სრულიად უცხო და პრეზიდენტი, თავისი ადმინისტრაციის თეატრალური დასით, რომელიც ყოველდღიურად გვთავაზობს დესტრუქციის მასტერკლასებს,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” მდივანი, ნინო წილოსანი ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო აკრიტიკებს.

„ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის ბოიკოტი, რადგან მათი პირდაპირი დანიშნულებაა ჩაერთონ პროცესებში და ოპონირება გაგვიწიონ. ეს ელემენტარულად მათი ამომრჩევლის ღალატიც არის მათი არ ჩართულობა და უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია ისინი რაში იღებენ თუგინდ ხელფასს,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები