01 მაისი 2024,   08:40
ვრცლად
21 აგვისტოს ნინო ქათამაძე ჯგუფ „Insight“-თან ერთად „Black Sea Arena“-ს სცენაზე ახალ პროექტს წარადგენს

21 აგვისტოს ნინო ქათამაძე ჯგუფ „Insight“-თან ერთად „Black Sea Arena“-ს სცენაზე ათასობით მსმენელის წინაშე სრულიად ახალ პროექტს წარადგენს. მომღერალი საკუთარ დაბადების დღეზე ექსპერიმენტული კოლაბორაციის შედეგებს პირველად შეასრულებს.

მომღერალს აკომპანირებას ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გაუწევს. კონცერტში მონაწილეობას სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი და ჯგუფი „The Quintessence“ მიიღებს.

სპეციალური მოწვევით კი ინგლისიდან DJ Paul Trouble Anderson ჩამოფრინდება. საიუბილეო კონცერტი სახელწოდებით ,,Happy Birthday"  “Check in Georgi”a-ს ფარგლებში გაიმართება.

დღის ამბები