30 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
ემანუელ მაკრონი პარიზის ოლიმპიურ პარკს ესტუმრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზის ოლიმპიურ პარკს ესტუმრა და სპორტულ ღონისძიებებში ჩაერთო. საფრანგეთის პრეზიდენტმა სპორტსმენებთან ერთად ჯერ ჩოგბურთი ითამაშა, მოგვიანებით კი საკუთარი ძალები კრივში მოსინჯა.

ოლიმპიურ ქალაქში სტუმრობა პრეზიდენტმა სარეკლამო კვირეულის ფარგლებში გადაწყვიტა და იმედი გამოთქვა, რომ პარიზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლებას მოიპოვებს.

საფრანგეთის დედაქალაქი ოლიმპიადას ორჯერ მასპინძლობდა - 1924 და 1984 წლებში. წელს პარიზის მთავარი კონკურენტი ლოს-ანჯელესია.

დღის ამბები