30 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები ალბანეთში - ორივე პარტია ხალხს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდება

ალბანელები დღეს პარლამენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის რვა საათზე გაიხსნა. საარჩევნო სიებში კი სამი მილიონ 500 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად საარჩევნო კომისია მოსახლეობის მაღალ აქტივობაზე საუბრობს.

გამოკითხვების თანახმად, პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ მმართველი სოციალისტური პარტიას, რომელსაც პრემიერი - ედი რამა ხელმძღვანელობს და დემოკრატიულ პარტიას. ორივე პოლიტიკური ძალა მოსახლეობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდება. ალბანეთმა კანდიდატის სტატუსი 2014 წელს მოიპოვა. ლიდერები პირობას დებენ, რომ რეფორმების პროცესს უმოკლეს ვადაში დაასრულებენ და წლის ბოლომდე ბრიუსელთან წევრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

დღის ამბები