30 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ურაზა ბაირამის დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს დიდი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ გადაუარა

ინციდენტი ურაზა ბაირამის დღესასწაულის დროს დიდ ბრიტანეთში - ნიუ-კასლის კოლეჯის ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმები სადღესასწაულო ლოცვაზე იყვნენ შეკრებილები, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა შევარდა და ხალხს გადაუარა. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. გამოძიებამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა. ძალოვანების ცნობით, მანქანის მძღოლი დაკავებულია. ის 42 წლის ქალი აღმოჩნდა, რომელიც ამჟამად გამოძიებას ჩვენებას აძლევს.

დღის ამბები