04 მაისი 2024,   19:05
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი მიიღო - მოლაპარაკებების მთავარი თემა დონბასის კონფლიქტი იყო

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის შეცვლას არააქტუალურად მიიჩნევს. დღეს პარიზში ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მიიღო. მოლაპარაკებების მთავარი თემა დონბასში კონფლიქტის მოგვარება იყო. საფრანგეთის ლიდერმა პრესკონფერენციაზე ყირიმიც ახსენა. მისი თქმით, დასავლეთი ნახევარკუნძულის ანექსიას არ ცნობს და იცის, თუ ვინ დაიწყო ომი.

თავის მხრივ პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს დონბასის დეოკუპაციას.

დღის ამბები