04 მაისი 2024,   14:15
ვრცლად
"ენმ"-ს მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები - ზალიკო უდუმაშვილმა პოლიტიკოსის რანგში ხალხს პირველად მიმართა

თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. ის დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფიციალურად წარადგინა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ „კურიერის“ ყოფილი წამყვანი პარტიის წევრი არ არის.

ზალიკო უდუმაშვილმა საზოგადოებას მეტეხის ეკლესიის ეზოდან მიმართა და განაცხადა, რომ ის არის „გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი.“ მისი თქმით, დედაქალაქს უამრავი პრობლემა დაუგროვდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და მზად არის მერიაში კორუფცია და ნეპოტიზმი დაძლიოს.

უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატის რანგში საზოგადოებას დაჰპირდა, რომ შეჩერებულ პროექტებს განაახლებს, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯებს აღმოფხვრის, ინფრასტრუქტურასა და ეკოლოგიას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს, ხოლო ოლიგარქიულ მმართველობას დაამარცხებს.

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთი სიახლე წარუდგინა. დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს, რათა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კენჭი იყაროს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს დღეებში საარჩევნო სიას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც წარადგენს.

ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები