26 დეკემბერი 2024,   16:45
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება

"პატრიოტთა ალიანსის" თბილსის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება, ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

დავით თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართება და ამ აქციებს სათავეში საქართველო "პატრიოტთა ალიანსი" ჩაუდგება.

„არჩევნები რომელიც ახლა არის, ჩვენ არ უნდა შევხედოთ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ეს უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ პროცესად. არჩევნები მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართება. საჭიროა ფიგურა, რომელიც შეძლებს ეს პროცესი გადააქციოს პოლიტიკურ პროცესად და ეს ირმა ინაშვილი იქნება,“ - განაცხადა თარხან-მოურავმა.

ირმა ინაშვილის თქმით, ამ არჩევნებმა ადამიანებს რწმენა უნდა დაუბრუნოს, რომ არჩევნებზე წასვლასა და ხმის მიცემას აზრი აქვს. 

 „ეს უნდა იყოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, არჩევნები ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები შიმშილობასაც აპირებენ. მოთხოვნები, ძირითადად, საარჩევნო სისტემასა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შეეხება. 

17 სექტემბერს აქცია თბილისში, 24 სექტემბერს კი, ბათუმში გაიმართება.

 

დღის ამბები