18 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
ახალგორში დაკავებული მეარაყიშვილი უკვე სახლშია - ჟურნალისტის სახლის ჩხრეკის დეტალებს მისი შვილი "კურიერს" უყვება

ამ წუთებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის დაკითხვა დასრულებულია და ის ახალგორში, საკუთარ სახლში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ ჟურნალისტის შვილმა დაუდასტურა. ანანო ზოზიროვა აცხადებს, რომ ამ დროისთვის თამარ მეარაყიშვილი სახლში იმყოფება.

მან ასევე გაიხსენა სამართალდამცავების მიერ სახლის გაჩხრეკის მომენტი და ანანო ზოზიროვა „კურიერთან“ ჰყვება, რომ ახალგორის მილიციის წარმომადგენლებმა მის დედას რამდენიმე დოკუმენტის შესახებ დაუსვეს კითხვები.

ახალგორის მილიციამ ჟურნალისტი რამდენჯერმე დაკითხა. დაკავებულის სახლს საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. სავარაუდოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიცია, მის სახლში ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები