მთელი ღამე მორიგეობდნენ მეხანძრეები წეროვანშიც, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ცეცხლი იყო. მეხანძრეებმა თვითმხილველებთან ერთად ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლოს შეძლეს, თუმცა ძლიერი ქარის გამო იყო მისი თავიდან გაჩენის საფრთხე. ცეცხლი ბალახს წაეკიდა.
დამწვარია დაახლოებით 8 ჰექტარი მიწის ფართობი. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
„დაახლოებით 8-10 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო სავარგულებს ეკიდა ცეცხლი. დროულად მოხდა ცეცხლის კერების ჩაქრობა. ეს არის დაუმუშავებელი სასოფლო სამეურნეო სავარგული, იყო გამხმარი ბალახი. მიგვაჩნია, რომ ეს მოხდა მოსახლეობის დაუდევრობით, სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვის გადაგდებით,“-განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, მადონა ჯიქიამ.