17 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
ვინ სთხოვა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოსკოვს დახმარება - მთავრობის წევრების ურთიერთგამომრიცხავი პასუხები

რუსეთი მზად იყო, საქართველოში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საავიაციო დახმარება გაეწია. ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ საქართველომ რუსეთს დახმარება თავად სთხოვა და მათ Ил-76 ტიპის თვითმფრინავი ხანძრის ჩასაქრობად მოამზადეს. თუმცა, მოგვიანებით თბილისმა გადაიფიქრა.

ამ გადაწყვეტილების გამო, სერგეი ლავროვის პრესსპიკერი, მარია ზახაროვა, ქართველ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ "თბილისში მოსკოვის ჰუმანიტარული მისია ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად გამოიყენეს".

ამ თემაზე მთავრობის წევრები დღეს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებდნენ.

დილით სერგეი ლავროვის პრესსპიკერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ საქართველო დახმარება არა რუსეთს, არამედ გაეროს სთხოვა.

დღის მეორე ნახევარში კი გაირკვა, რომ პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს, თავად დაურეკა.

ქართულმა მხარემ ბორჯომის ხეობაში ხანძარი ერთკვირიანი ბრძოლის და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით ჩააქრო. თუმცა, მთავრობის წევრებმა დამალეს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვისაც დახმარება სთხოვეს, იყო ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.

დღის ამბები