17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
მთავრობის მიერ რუსეთში გაგზავნილი ნოტა და პასუხგაუცემელი კითხვები

რატომ უმალავდა საქართველოს ხელისუფლება ხალხს, რომ რუსეთთან  ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დასახმარებლად დიპლომატიური არხებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა და თბილისიდან მოსკოვში ნოტებს აგზავნიდა, უცნობია.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა და ამ საკითხზე პასუხისმგებლობა პრემიერსაც ეკისრება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გუშინ აღიარა, რომ ნოტა რუსეთში ქართველი დიპლომატების გაგზავნილია, თუმცა, ამ თემაზე მინისტრები განმარტებებს მაინც არ აკეთებენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საკითხის შეფასება არ ისურვა და ოპოზიცია გააკრიტიკა. მისი აზრით, პარლამენტში საგარეო უწყების ხელმძღვანელის დაბარება საჭირო არ არის, თუმცა, ოპოზიციას მოუწოდებს, წინა ხელისუფლებას 2008 წელს დაშვებული შეცდომების გამო პასუხი აგებინოს.

2008 წლის აგვისტოში რუსული ჭურვებით გადამწვარ ტყეში ახალი ხანძრის ჩასაქრობად რუსული თვითმფრინავების გამოძახებას საზოგადოება აგვისტოს ომის გმირების შეურაცხყოფად მიიჩნევს.

დღის ამბები