01 მაისი 2024,   18:08
ვრცლად
სერგეი ლავროვმა აშშ-სა დ რუსეთის ურთიერთობა "ბრეიქ დანსს" შეადარა

სერგეი ლავროვმა შეერთებული შტატებისა დ რუსეთის ურთიერთობა ბრეიქ დანსს შეადარა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე სან ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს დახურვის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვს გულწრფელად სურს, ქვეყნებს შორის პოლიტიკური ატმოსფერო ნორმალური იყოს.

"ტანგოს ორი მოცეკვავე სჭირდება, მაგრამ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დროდადრო ბრეიქ-დანსს ასრულებენ,"- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სან ფრანცისკოში საკონსულოს გარდა შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ნიუ იორკსა და ვაშინგტონში სავაჭრო წარმომადგენლობის დახურვაც მოსთხოვა.

დღის ამბები