01 მაისი 2024,   20:33
ვრცლად
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 50%-იანი ბარიერი თითოეულმა კანდიდატმა გადალახოს - კობახიძე პრემიერის შეცდომის გამართლებას ცდილობს

"გაიმარჯვებს ის, ვინც გავა პირველ ადგილზე. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ 50%-იანი ბარიერი გადალახოს თითოეულმა კანდიდატმა,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ დამატებითი განმარტება გააკეთა პრემიერმინისტრის განცხადებაზე, რომ მაჟორიტარებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში პირველ ადგილზე გასული გაიმარჯვებს.

„ჩვენ წარმოვადგინეთ დღეს განახლებული შემადგენლობა, ახალი კანდიდატები, მაჟორიტარები. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანის გამარჯვებაში. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ვინც გავა პირველ ადგილზე, არჩევნებში ის გაიმარჯვებს, კანონმდებლობის თანახმად. თუმცა, ჩვენთვის ამოცანაა ის, რომ მაჟორიტარებმა გაიმარჯვონ 50%-იანი შედეგის პირობებში, ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თითოეული დეპუტატისთვის მაქსიმალურად მაღალი იყოს ლეგიტიმაცია," - განაცხადა  კობახიძემ.

"საარჩევნო კოდექსის" 161-ე მუხლის თანახმად კი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიიღებს სხვებზე მეტ ხმას. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მიიღო ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე წარადგინა განცხადება რეგისტრაციის შესახებ.

ამავე თემაზე
დღის ამბები