27 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
ბრიტანეთის დედოფალი შოტლანდიის ქალაქ ბრემორს ესტუმრა

ბრიტანეთის დედოფალი შოტლანდიის ქალაქ ბრემორს ესტუმრა. ელისაბედ მეორე მეუღლესთან და სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ტრადიციულ თამაშებს დაესწრო, რომელიც ქალაქში ყოველწლიურად იმართება.

წელს ღონისძიებაზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. გავრცელებული ცნობით, თამაშებს 16 ათასამდე მაყურებელი ჰყავდა.

ბრიტანეთის დედოფალი ბრემონში პირველად 1933 წელს 7 წლის ასაკში იმყოფებოდა, მას შემდეგ კი თამაშებს რეგულარულად ესწრება. 

 

ფოტო: standard.co.uk

დღის ამბები