27 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
„Agile Spirit 2017“ - მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ერთ კვირას გაგრძელდება

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,Agile Spirit 2017" საზეიმოდ ორფოლოს პოლიგონზე დღეს გაიხსნა. სწავლებაში 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. საქართველოში სწავლებისთვის ამერიკული სამხედრო ტექნიკაც ჩამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიგონზე შეკრებილ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სწავლების მონაწილეებს მიმართა თავდაცვის მინისტრმაც.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით, საქართველოში წელს უკვე მეექვსედ იმართება.

წვრთნები საშტაბო და საველე მომზადებას გულისხმობს. სწავლების მიზანი ნატო-ს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვაა.

მრავალეროვნული წვრთნები „Agile Spirit 2017“ ახალციხეში ერთი კვირა გაგრძელდება. სამხედრო სწავლება 11 სექტემბერს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

დღის ამბები