21 დეკემბერი 2024,   18:53
ვრცლად
გაუჭირდებათ არ შეშვება და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის უკრაინაში არ შეუშვას. ამის შესახებ განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუში გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ საზღვარი გაამაგრა, დააყენა მავთულხლართები, რაც მისი თქმით, ნათლად აჩვენებს, რომ მისი ჩასვლის ეშინიათ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის უკრაინაში ჩასვლას და საკუთარი პარტიის სათავეში ჩადგომას გეგმავს.

„უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში არ გადავიდე. საზღვარი გაამაგრეს, საზღვარზე ჩამოიყვანეს ბრონი ტექნიკა, მავთულხლართები დააყენეს. ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენაა, საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა ასეთი გამაგრებები აღმოსავლეთ ევროპულ საზღვრებზე საბჭოთა კავშირთან. პირველად ხდება ასეთი რამ ისტორიაში. ეს აჩვენებს მხოლოდ ერთ რაღაცას, მათ ჩემი ძალიან ეშინიათ.

"გაუჭირდებათ არ შეშვება და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის. ამიტომ, დავაკვირდებით მოვლენებს. ახლა ჩემი გეგმა არის მხოლოდ ერთი - შესვლა, დაბრუნება, სათავეში ჩადგომა ამ მოძრაობის ბოლომდე და საქმის ბოლომდე მიყვანა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კოპენჰაგენში იმყოფება. ის დღეს "ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები