27 აპრილი 2024,   16:31
ვრცლად
პოლონეთში ნატო სამხედრო ყოფნას აძლიერებს

პოლონეთში ნატო სამხედრო ყოფნას აძლიერებს. გდანსკში 1000 ერთეული ამერიკული მძიმე ტექნიკა ჩაიტანეს. შეიარაღებას უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში განალაგებენ და მათ სწავლებების დროს ამერიკელი სამხედროები გამოიყენებენ.

პოლონეთში დღეს 3 ათას 300 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ პოლონეთმა და ბალტიის პირეთის ქვეყნებმა ნატოს მიმართეს და უსაფრთხოების მიზნით, რეგიონში ალიანსის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა მოითხოვეს.

დღის ამბები