06 მაისი 2024,   16:27
ვრცლად
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი - ოპოზიცია ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას აფასებს

„ჩვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო აუდიტის სამსახურის კანდიდატურის წარმოდგენა,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის, ირაკლი მექვაბიშვილის შესახებ გააკეთა.

გოცირიძის თქმით, მექვაბიშვილის პროფესიული ბიოგრაფია, აუდიტის სამსახურის სწორი გზით განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

„აქ არის ერთი მთავარი რამ, რამდენად იქნება იგი დამოუკიდებელი. ისარგებლებს ის იმუნიტეტით, რომელსაც კონსტიტუცია ანიჭებს მას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა გიორგი ტუღუშმა.

„რამდენად არის იგი იმისთვის მზად, რომ რეალურად უზრუნველყოს ამ სამსახურის დამოუკიდებლობა, ასევე იყოს მიუკერძოებელი ამ თანამდებობაზე,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

პარლამენტი აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას განიხილავს.

დღის ამბები