06 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
შს მინისტრმა ირანის ელჩს ტყის ხანძრების დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის შეხვდა.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის დროს გაწეული დახმარებისთვის, მადლობა გადაუხადა.

შს მინისტრმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

დღის ამბები