06 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა

"ევროპული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა, სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემები მოისმინა. ნინო იმედაშვილი მოსახლეობასთან კარდაკარ დადიოდა და იმ ცვლილებებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს.

ნინო იმედაშვილისთვის, რუსთავში მთავარ პრობლემად მძიმე სოციალური პირობები და სამუშაო ადგილები რჩება.

გარდა ამისა, პრიორიტეტული მიმართულებები რეკრეაციული ზონების, საცხოვრებელი კორპუსების, საბავშვო მოედნების გაშენება და ბიზნესისთვის ხელშეწყობა იქნება.

ნინო იმედაშვილი მეშვიდე ქალი კანდიდატია, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" მერად წარადგინა.

 

ავტორი: თამთა ჯიქია. 

დღის ამბები