07 მაისი 2024,   17:43
ვრცლად
კიევის ცენტრში ტერაქტის დროს მოკლული ჩეჩენი მებრძოლი პანკისის ხეობაში დაკრძალეს

კიევის ცენტრში ტერაქტის დროს მოკლული ჩეჩენი მებრძოლი რუსლან პაპასკირი იგივე თემურ მახაური პანკისის ხეობაში დაკრძალეს. პაპასკირი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერთან რამზან კადიროვთან დაპირისპირებული პირია, საქართველოში სამშაბათს გადმოასვენეს და სოფელ დუისში გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაკრძალეს.

პანკისელები მისი საქართველოში გადმოსვენების დეტალებზე საუბარს ერიდებიან. 39 წლის ჩეჩენ მებრძოლს რუსლან პაპასკირს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა. „კურიერის“ ინფორმაციით, მისი მეუღლე და შვილი ამ დრომდე პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალაში ცხოვრობენ.

თემურ პაპასკირი ერთი კვირის წინ კიევის ცენტრში მოკლეს. მახაურის მეგობარები პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია კიევის ცენტრში რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოხდა.

ის რუსეთ-უკრაინის ომში წასვლამდე, ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილე იყო, თუმცა, თურქეთის სპეცსამსახური მას რუსეთთან კავშირშიც ადანაშაულებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსლან პაპასკირი იგივე თემურ მახაური აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა და რუსეთის სპეცსამსახურის სამიზნე არაერთხელ გახდა. მისი მკვლელობა სამჯერ სცადეს. მისივე სახელს უკავშირებენ ცნობილ ლაფანყურის სპეცოპერაციას.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

დღის ამბები