06 მაისი 2024,   16:10
ვრცლად
"აუცილებლად მოვითხოვ ჩამდები პოლიციელების დასჯას"- დავით ხარშილაძე

"ვაპირებ სამართლებრივი პროცედურების გაგრძელებას. აუცილებლად მოვითხოვ ჩამდები პოლიციელების დასჯას," - ეს განცხადება ელისო კილაძის შვილმა, დავით ხარშილაძემ საქალაქო სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ , გააკეთა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, მის დაკავებას ელისო კილაძის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. დავით ხარშილაძე სამართლებრივი პროცედურების გაგრძელებას აპირებს.

ელისო კილაძის შვილის საქმეზე საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნობიან და შემდეგ გასაჩივრების საკითხზე იმსჯელებენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები