
This is a modal window.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. დეპუტატები დუმის წევრებს შეხვდებიან. 5 დღის განმავლობაში ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.
"მთავარი სასაუბრო თემა ჩვენთვის ყოველთვის იქნება, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და რასაკვირველია, პირველ რიგში მოსკოვში, იქნება ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი და ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხები," - განაცხადა გამგზავრებამდე ადა მარშანიამ.
ეს პარტიის მოსკოვში უკვე მეორე ვიზიტია. "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი - საქართველო-ნატო- რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.