03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
თავის დაწვის მცდელობა-დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე ბენზინგასამართ სადგურთან, 40 წლამდე მამაკაცმა ბენზინი გადაისხა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას დამწვრობა მთელ სხეულზე აქვს მიღებული.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი დაზარალებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

მომხდარზე, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები