09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
უკრაინის კრიზისთან დაკავშრირებით საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მისნკში უკრაინის კრიზისთან დაკავშრირებით საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოლაპარაკების ჩაშლაში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ პრორუსი სეპარატისტები დაადანაშაულა, რადგან, შეხვედრაზე დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები კიევისგან ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასა და მინსკის შეთანხმებაში გაწერილი სადემარკაციო ხაზის გადახედვას მოითხოვდნენ.

პარალელურად დაძაბული რჩება ვითარება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დებალცევოსა და უგლეგორსკთან მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამთავრობო ძალებმა 16 პრორუსი მებრძოლი მოკლეს.

დღის ამბები