03 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
სოფელ ჯურუყვეთში 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოჩინეს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით 31 წლის გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. ერთ-ერთი ვერსიით ნასვამ მდგომარეობაში მას გზა აებნა და სოფლის არხში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცავები მუშაობენ. 

დღის ამბები