03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში-დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვაკე-საბურთალოს გზაჯვარედინზე იპოდრომთან მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა.

მძღოლიც და ავტომობილში მყოფი 2 მგზავრი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

ავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. 

დღის ამბები