06 მაისი 2024,   12:18
ვრცლად
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

საღამო ახალი თაობის მუსიკოსმა, ლუკაშ ვონდრაჩეკისმა გახსნა.

ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, 6 კონცერტი გაიმართება.

კონცერტები და მასტერ-კლასები თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება.

ფესტივალი დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავს ეძღვნება.

დღის ამბები