26 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
სოფელ გურიანთაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს - ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა ქურდულ სამყაროს უკავშირდება

ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. 28 წლის ირაკლი ტარიელაძეს მკვლელი საკუთარ სახლთან ელოდებოდა. მას თავდამსხმელმა სავარაუდოდ სანადირო თოფიდან ესროლა. გარდაცვლილს 9 ტყვია აქვს მოხვედრილი.

მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ მიწის ნაკვეთები და სახელმწიფო ტენდერები, იყო რომელზეც გარდაცვლილს მეზობელთან რამდენიმეწლიანი დავა ჰქონდა.

მაგრამ ანონიმური წყაროები ყვებიან, რომ დაპირისპირება ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობასაც უკავშირდებოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები