03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
პანორამა თბილისი-გრანდიოზული პროექტი და უამრავი კითხვის ნიშანი

პანორამა თბილისი სამ ობიექტს, სოლოლაკის ბაღებს, ყოფილი ცეკავშირის ტერიტორიას და ერეკლეს ქუჩაზე მშენებარე ბიზნეს-ცენტრს აერთიანებს. სამივე ობიექტი კარიბულ ოფშორებში დარეგისტირებულ კომპანიებს ეკუთვნის და იქ სასტუმროების და ბიზნეს-ცენტრების განვითარებაზე ჯამში მილიარდ ლარამდე უნდა დაიხარჯოს.

თუმცა ურბანისტებიც და ოპონენტებიც ფიქრობენ, რომ მილიარდის დახარჯვა დედაქალაქის სხვა უბანში ინვესტორსაც და თბილისსაც უფრო მეტად ახეირებდა, და რომ სამი ბიზნეს-ცენტრი ქალაქს საერთაშორისო სტატუსს ნაკლებად ასწევს.

როგორი იქნება პროექტის საბოლოო სახე და დარჩება თუ არა მასში საბაგიროები, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს და არა ქალაქის თვითმმართველობამ.

რადგან საბაგიროები ერთამენთან სასტუმროებს და ბიზნეს ცენტრებს აკავშირებს და არა მასტურიზმის ღირშესანიშნაობებს, თავიდანვე გაჩნდა აზრი, რომ ის მხოლოდ ერთეულებისთვის საავტომობილო საცობებისგან თავის დაღწევის გზაა.

თუმცა კრიტიკოსებს კითხვები საბაგირო გზების გარშეც აქვთ. ეკონომიკის სამინისტროში ჯერ მხოლოდ თავისუფლების მოედანზე ასაშენებელი სასტუმროს პროექტია შესული.

სად გადის ზღვარი თანამედროვეობასა და ისტორიულ მემკვიდრეობას შორის? კითხვები ყოველთვის იქნება, ისევე როგორც განსხვავებული პასუხები.

დღის ამბები