03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
რაბათის ციხეს დაფინანსება შეუმცირდა ტურისტების რაოდენობამ კი საგრძნობლად იკლო

რაბათის ციხეში დამთვალიებრების სიმცირეა. ციხის ბიუჯეტი 2015 წლიდან შემცირდა და სუბსიდია 400 ათასის ნაცვლად 200 ათასი ლარი გახდა, რამაც რაბათში ბილეთის გაძვირება გამოიწვია.

უცხოელი ვიზიტორებისთვის ბილეთის ფასი 5 ლარიდან 7 ლარამდე გაიზარდა, 50 თეთრით გაძვირდა ბილეთი სტუდენტებისთვის.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 13 თანამშრომელს კონტრაქტი არ გაუგრძელდა, 5 შტატი კი საერთოდ გაუქმდა.

ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას შემცირებული ბიუჯეტით ხსნის.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ციხეს წელიწადში დაახლოებით 900 ათას ლარამდე სჭირდება. არის ადგილები სადაც წყალი ჩამოდის და შეკეთებას საჭიროებს.

ახლა უკვე ტურისტების რაოდენობაზეა დამოკიდებული როგორ გააგრძელებს ციხე ფუნქციონირებას. 

დღის ამბები