03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
დაპირისპირება დევნილებსა და პოლიციას შორის - რა მოხდა გეოფიზიკის ინსტიტუტში?

ხმაური იყო გვიან ღამით გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ შეჭრილი დევნილი შვიდი ოჯახი გამოასახლეს. ისინი ინსტიტუტის შენობაში გუშინ საღამოს შევიდნენ და თანამშრომლების სამუშაო ოთახების დაკავება სცადეს. დევნილები საცხოვრებელ ფართობს და იქ ცხოვრების უფლებას ითხოვდნენ.

"ვითხოვთ, ერთი ოთახი მაინც რომ მოგვცენ. ერთ ოთახს ვითხოვთ ამ მთავრობისგან, რომელიც არასდროს გვისმენს," - აცხადებდა შენობაში შეჭრილი მცირეწლოვანი ბავშვების დედა დარეჯან პაკელიანი.

ვითარება ადგილზე მოსულმა გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა განმუხტა, თუმცა დევნილები ოთახებიდან მაინც გამოიყვანეს. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ლტოლვილთა სამინისტროსგან დახმარებას ითხოვენ.

"სამუშაო ოთახი, გისოსებიანი კარი, რომელზეც ბოქლომი დადებული იყო, გატეხეს და შევიდნენ შიგნით. ეს პირველი შემთხვევა არ არის. თვეში ერთხელ იჭრებიან დენილები ამ შენობაში," - ამბობს ინსტიტუტის დირექტორი ნუგზარ ღუღუნტია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები